„ჩვენ ვართ ის, რასაც ვუყურებთ“ – რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები

22 სექტემბერს, ბათუმში, ფესტივალ Ad Black Sea-ს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ფესტივალზე ჯამში 135 ჯილდო გაიცა, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი, ფესტივალის გრან პრი კი გადაეცა სააგენტო Voskhod-ს.

ვიდეოში, რომელიც სააგენტომ ტელეარხ „დოჟდისთვის“ მოამზადა, ნაჩვენებია ტყუპი ბავშვების ამბავი. მათგან ერთი „დოჟდს“ უყურებს მეორე კი – ტელეკომპანია „რასიას“ . ბავშვებს პასუხები კითხვებზე: ვინ ვართ ჩვენ? რა არის გენდერული თანასწორობა? ვინ არიან რუსეთის მტრები? – სხვადასხვანაირი აქვთ.

ვიდეოს მთავარი მესიჯია – „ჩვენ ვართ ის, რასაც ვუყურებთ“.

სარეკლამო სააგენტო Voskhod-ი ასევე წლის საუკეთესო დამოუკიდებელ სააგენტოს აღიარეს.

ფესტივალის საუკეთესო ქართული საგენტო WINDFOR’S-ი გახდა.

ჯამში წელს ფესტივალის საკონკურსო ნაწილში 700-ზე მეტი განაცხადი შევიდა. მათგან ჟიურის წევრებმა ქართულ სააგენტოებზე შემდეგნაირად გაანაწილეს პრიზები:

საუკეთესო კონკურსში:

ოქროს პრიზიორები:

ვერცხლის პრიზიორები:

ბრინჯაოს პრიზიორები:

გაიგე მეტი ფესტივალის შესახებ: კრეატიულობა, ჰუმანიზმი და სისადავე რეკლამაში – საერთაშორისო ფესტივალის ქრონიკა

წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო იღებდა. Ad Black Sea 2019-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც კრეატიული ინდუსტრიის ამომავალ და საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანად პოზიციონირებაა.

_______________

მთავარი ფოტოზე: კადრი WINDFOR’S-ის ვიდეოდან ZDe