ძლიერი ქარის შედეგად დოლიძეზე ხე წაიქცა და 2 ადამიანს დაეცა

ძლიერი ქარის შედეგად თბილისში 2 მოქალაქე დაშავდა და ელექტრობოძები დაზიანდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის 112-ში 25 შეტყობინებაა  შესული და ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა მოქალაქეების დაშავება.

“დოლიძეზე ორ მამაკაცს დაეცა ხე. მსუბუქად არიან დაშავებული.  სასწრაფომ გაუწია დახმარება და გადაიყვანა კლინიკაში. ვარკეთილში ხე წაიქცა და მანქანებს და ელექტრობოძს დაეცა. ძირითადი შემთხვევები ხის წაქცევას უკავშირედება”, – აცხადებენ აგანგებო სიტუაციების სამსახურში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი ქალი თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში დღის ბოლომდე შენარჩუნდება.