“ამის შედეგად, მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი აღარ გაძვირდება, რაც სომხური დრამის ამერიკული დოლარის მიმართ გაუფასურების გამო მოსალოდნელი იყო”, წერს გაზეთი “ჟამანაკი”. გამოცემა ასევე დასძენს, რომ კვლავ აქტუალური რჩება ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაძვირების საკითხი, რაც კომპანია “სომხეთის ელექტროქსელების” სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.
ამ დროისთვის სომხეთს გაზი რუსეთში არსებული ტარიფით მიეწოდება, წერს news.am.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |