20 ივნისის დარბევიდან 3 თვისთავზე დღეს, 19 საათზე, რუსთაველზე მასშტაბური აქცია იგეგმება

20-21 ივნისის დარბევიდან ზუსტად 3 თვისთავზე დღეს, 19 საათზე, თბილისში, პარლამენტის წინ, მოძრაობა “სირცხვილია” მასშტაბურ აქციას გეგმავს.

“20 სექტემბერს გარეთ გამოვდივარ იმ ბრაზის გამო, რომელიც 20 ივნისს, გავრილოვის პარლამენტში ხილვისას გამიჩნდა და რომელიც ჯერ არ გამნელებია. გარეთ გამოვდივარ თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, მაკოსთვის და გიორგისთვის”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ დოლიძე.

“სირცხვილიას” აქციების საორგანიზაციო ჯგუფი დაგეგმილ აქციაზე ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელიც, მათივე თქმით, “სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების კოორდინირებული და კონსოლიდირებული მოქმედების შესაძლებლობებს მოიცავს.”

“ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რატომ უნდა აეღო პასუხისმგებლობა 20 ივნისის “გავრილოვის ღამეზე” ხელისუფლებას. ჩვენ გვყავს 19 ადამიანი, რომელსაც სისტემა საკუთარი მინისტრის შეცდომების გამო უსამართლოდ სჯის. პროტესტის ფონზე ხელისუფლება პირდაპირ დაუპირისპირდა საზოგადოებრივ აზრს და შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობაზე დანიშნა. ხელისუფლება ცდილობს გვაჩვენოს, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია და არავითარი აზრი არ აქვს საზოგადოებრივ პროტესტს. ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ქვეყანა დროებითი მთავრობების კი არა – ჩვენია, ხალხის!

და ხალხი ვაჩვენებთ ძალას!” – ამბობენ აქციის ორგანიზატორები. მათივე თქმით, ისინი არ დაღლილან და ხმამაღლა იტყვიან:

და კიდევ ერთხელ ვიტყვით: