ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პრეზიდენტი ქვეყნის პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრებს მართავს

12 მარტი, 2015 •
სომხეთის პრეზიდენტი ქვეყნის პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრებს მართავს

სარგსიანი შეხვდა პარტია “აყვავებული სომხეთის” წარმომადგენლებს. შეხვედრაზე კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარე ეტაპთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, რეფორმის კონცეფციის დამტკიცებასთან დაკავშირებული საკითხები  განიხილეს.


სომხეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდა გაერთიანებული შრომის პარტიის წამომადგენლებსა და სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის წევრებს.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი