ქვეყნის ხელმძღვანელობა არ აპირებს აფხაზეთის მოქალაქეობა ვინმეს ძალით მოახვიოს თავს, განუცხდა ხაჯიმბამ გალის რაიონის მცხოვრებლებს.
“ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ვინმეს ჩვენი პასპორტის აღება ვაიძულოთ. გალის რაიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქეობის არჩევასთან დაკავშირებით”.
ხაჯიმბას თქმით, მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შემუშავდება აფხაზური პასპორტების გაცემის სამართლებრივი მექანიზმი.
2013 წლის სექტემბერში, პასპორტების გაცემის კანონიერების დამდგენი საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგად აღმოჩნდა, რომ გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონში მცხოვრებ პირებზე პასპორტები უკანონოდ იქნა გაცემული. კომისიამ დაადგინა, რომ ამ პირების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. კონკრეტული პერიოდის განმავლობაში უკანონოდ 24 811 პასპორტი გაიცა, წერს “სპუტნიკ აფხაზია”.
| მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |
