ზუგდიდის მერმა შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა

ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა. როგორც ნეტგაზეთს მერიის პრესსამსახურში უთხრეს, ერთი წლის განმავლობაში, მერია ყოველ შებათს სხვადასხვა შემეცნებით პროექტს დააფინანსებს.

პირველი ასეთი ღინისძიება ხვალ, 14 სექტემბერს გაიმართება და ის “რა? სად? როდის?” ფორმატის თამაში იქნება. ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია პირველად სააგენტო Livepress-მა გაავრცელა.