ახალი ამბები

“ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა” – ვოლსკი ხაზარაძის მოძრაობაზე

12 სექტემბერი, 2019 • 1521
“ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა” – ვოლსკი ხაზარაძის მოძრაობაზე

“ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ საუბრისას.

ვოლსკის თქმით, ხაზარაძის მოძრაობას სერიოზულად არ აფასებს.

“მართალი გითხრათ, არ მოველოდი ასეთ ბიბლიურ, მისტიკურ, ლირიკული წარმოდგენა ჰქონდა – ლელო, საქართველო, პოეზია… მე უფრო მეტს მოველოდი. მე ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა და მეტი კომენტარი არა მაქვს. მომავალში ვნახოთ, როგორ განავითარებს”, – განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძემ თანამოაზრეებთან ერთად დღეს, 12 სექტემბერს, დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო”, სამომავლოდ კი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავს.

მამუკა ხაზარაძის მოძრაობას “ლელო” ერქმევა

მასალების გადაბეჭდვის წესი