ჯგუფურად თანხის გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი 43 წლის არჩილ ა. და 32 წლის ბექა ა., ასევე, 23 წლის ლაშა ჟ. და 39 წლის კობა მ.

 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები მიმდინარე წლის თებერვალში მოქალაქე ანატოლი მ-ს გამოგონილი სახელებით გაეცნენ, რამდენჯერმე შეხვდნენ და ძალადობის მუქარით, თავიანთი ახლობლის ვითომდა ვალი – 1000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

 

“მათ ანატოლი მ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ”, – აცხადებენ შსს-ში. 

გამოძიება ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კადრი ფარულად გადაღებული ვიდეომასალიდან
კადრი ფარულად გადაღებული ვიდეომასალიდან