მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება, დროებით შეეჩერებინა აკრედიტაციები “სახელმწიფო დაწესებულებებთან არსებული ზოგიერთი მედიასაშუალების ტექნიკური პერსონალისთვის, ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისთვის, ოპერატორებისთვის, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე.


მედიასაშუალებები, რომლებიც კიევში ნონ-გრატად გამოცხადნენ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ შეადგინა. მასში რუსეთის 100-მდე ტელევიზია, რადიოსადგური, ბეჭდური და ინტერნეტგამოცემა შევიდა.

 

რუსეთის საგარეო უწყებამ აკრედიტაციების შეჩერება, თავის მხრივ, კიევის მიერ საინფორმაციო სივრცის საკუთარი ინტერესების მიზნით წმენდად შეაფასა.

 

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშეევიჩის თქმით, ეს არის “აშკარა დარღვევა ყველა შესაძლო ნორმის, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჟურნალისტების საქმიანობას არეგულირებს”.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *