ოპოზიციური ძალების განადგურებაზე საუბარი არ არის ცივილური – დევიდ კრამერი

ისაუბრო ოპოზიციური ძალების განადგურებაზე და ამოძირკვაზე, არ არის ცივილური გზა, – ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა ოპოზიციისადმი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მუქარის კომენტირებისას განაცხადა.

“ოპოზიციური პარტიების ყოლა დემოკრატიის გასაღებია. ისაუბრო ოპოზიციური ძალების განადგურებაზე და ამოძირკვაზე, არ არის ცივილური გზა”, – განაცხადა კრამერმა.

პოლარიზების პრობლემა დგას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის გზების გამონახვა აუცილებელია.

ამავე თემაზე:

ხმაური თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილის მისვლის შემდეგ