“მთავარმა არხმა” მაუწყებლობა საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო

“რუსთავი 2-დან” გათავისუფლებულმა და წამოსული თანამშრომლების მიერ დაფუძნებულმა “მთავარმა არხმა” მაუწყებლობა დღეს, 21 საათზე მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო.

სხვა ოპერატორების აბონენტებმა მთავარი არხის სიგნალის მოსაძებნად უნდა მიმართონ თავიანთ ოპერატორს.

უკვე ამუშავებულია “მთავარი არხის” გვერდი ფეისბუკზე, რომელსაც 150 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, არხის წარმომადგენლების თქმით კი, მათი ვებსაიტი იქნება მისამართზე mtavari.tv