მთავრობის მომავალ წევრებს პარლამენტში 20 ივნისის დარბევაზე შექმნილი სიმღერა მოასმენინეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის სხდომაზე, სადაც დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, მინისტრობის კანდიდატებს მოასმენინეს 20 ივნისის დარბევის შემდეგ შექმნილი Moku T-ს საპრტოტესტო სიმღერა.

ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ თავისი შესავალი სიტყვა ამ სიმღერის ჩართვით დაიწყო და თქვა, რომ პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიასთან მოსახლეობას სწორედ ეს კითხვა აქვს.

მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში 4 სექტემბრიდან უსმენენ. აღნიშნული მოსმენების შემდეგ, 8 სექტმებერს უნდა გაიმართოს კენჭისყრა მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით.

ამავე თემაზე

“მე თქვენ დაგასრულებთ” – გიორგი გახარია ენმ-ს