“საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ერთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მან იმედი გამოთქვა: “თუ რუსეთი ხელს შეუწყობს პირდაპირ დიალოგს ჩვენსა და ოსებს შორის, ჩვენსა და აფხაზებს შორის, ჩვენ მზად ვართ, რომ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გვერდით გადავდოთ და, გარკვეული დროის განმავლობაში საერთოდ არ განვიხილოთ”.
ქართველმა პოლიტიკოსებმა სიჯიუტე, რომლითაც არსებული რეალობის აღიარება არ უნდათ, უკეთესია სხვა სფეროებში გამოიჩინონ. საკმარისი დრო გავიდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააცნობიეროს – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებული კითხვები არ არსებობს”, – აცხადებს სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყება.
სამინისტროს კომენტარში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატუსი მისი ხალხის მიერ არის განსაზღვრული და განხილვას არ ექვემდებარება.
“მისი დამოუკიდებლობა, როგორც სამხრეთ ოსეთის ხალხის საქართველოს მიერ განადგურებისაგან თავდაცვის საშუალება 1991 წლის 21 დეკემბრის დეკლარაციით არის აღიარებული. ეს გადაწყვეტილება 1992 წლის 19 იანვრის რეფერენდუმზე საერთო სახალხო კენჭისყრით იქნა მხარდაჭერილი და დამტკიცებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აქტით 1992 წლის 29 მაისს. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის თანახმად მოხდა.
2008 წლიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აღიარებულ სახელმწიფოდ ითვლება და თანაბარი პირობებით მონაწილეობს ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ჟენევის დისკუსიებში. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ დიალოგს, რომელზეც ქართველი პოლიტიკოსი იმედს ამყარებს, ასეთი დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდბელ მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანაბარუფლებიანობის საფუძველზე და არსებული რეალობის სრული გათვალისწინებით”, წერია სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |