ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული.

 

“თანხა გამოყოფილია არა ცალკეული ჩინოვნიკებისთვის, არამედ მთელი ერისთვის. ჩვენ უნდა შევცვალოთ სიტუაცია – ფინანსური დახმარება რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

 

მისი თქმით, მიმდინარე წელს რუსეთის ფედერაციის მიერ გაწეული ფინანსური დახმარებით იგეგმება რაიონის საავადმყოფოსა და ქალაქის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის აღდგენა.

 

აფხაზეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა პრობლემის ერთიანად გადაჭრა არ მოხერხდება, მაგრამ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. მან ასევე განაცხადა, რომ პენსია თანდათანობით გაიზრდება და საშუალოდ ათი ათას რუბლს მიაღწევს. ხაჯიმბას თქმით, გაიზრდება საშუალო ხელფასიც.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *