ნოდარ ხადურის გადადგომის მოთხოვნით აქცია “შემოულაწუნე” გაიმართა

როგორც აქციის მონაწილე, ბეჟან გუნავა ნეტგაზეთთან ამბობს, აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვნდნენ.

 

“ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია. დილის 9-ის ნახევარზე შევიკრიბეთ. დაგვემალა ფინანსთა მინისტრი. შენობაში გვინდოდა შესვლა და არ შეგვიშვეს. შესაბამისად, დაპირისპირება მოხდა დაცვის წევრებთან”, – ამბობს გუნავა.


აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისსა და ეროვნული ვალუტის კურსის შემცირების გამო მთავრობის წევრები უნდა გადადგნენ. 

 

გუნავას თქმით, შემდეგ აქციას რამდენიმე დღეში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გეგმავენ.