ამ ეტაპზე მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ვერ დავადასტურებ – ჰეიგი

“ამ ეტაპზე მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას ვერ დავადასტურებ”, – ეს განცხადება საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა დღეს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, გორგოძე სანაკრებო კარიერას უბრუნდება და იაპონაში 2019 წელს დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატშიც მიიღებს მონაწილეობას.

“ჩვენ მასთან ამის შესახებ ბევრჯერ გვქონია საუბარი. ცუცქირიძის ტრავმის შემდეგაც დავუკავშირდით, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელ საბოლოო შემადგენლობაზე ნაკრების სამწვრთნელი შტაბი შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ იმსჯელებს”, – განაცხადა ჰეიგმა.

ჰეიგის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

ხვალ თბილისში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს შოტლანდიასთან.