ახალი ამბები

საკრებულოს დეპუტატის ფეისბუქ-ლაივი კოსმონავტის, მგლისა და ჯადოქრის ეფექტებით

28 აგვისტო, 2019 • 6476
საკრებულოს დეპუტატის ფეისბუქ-ლაივი კოსმონავტის, მგლისა და ჯადოქრის ეფექტებით

ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, ვრეჟ მურადიანმა, ფეისბუქ-ლაივი ჩართო, რომელშიც აჩვენა, როგორ მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუმცა, ვიდეოს თანმდევი ეფექტების ფონზე, სამუშაოებზე მეტად ყურადღებას  თავად დეპუტატი იქცევს.

ფეისბუქ-ლაივი დეპუტატმა 26 აგვისტოს გაუშვა. კადრებში გზის მშენებლობა ჩანს, რომელმაც ნინოწმინდა სოფელ პატარა გონდრასთან უნდა დააკავშიროს. სამუშაოებს ახორციელებს კომპანია “ჯავახკ-ავტო გზა”, რომელიც წლებია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მნიშვნელოვანი კონკურენციის გარეშე იმარჯვებს.

ამჟამინდელი პროექტის ფარგლებში, გზის 3 300 მეტრის რეაბილიტაცია იგეგმება.

განახლება: 29 აგვისტოს ვრეჟ მურადიანმა გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს” უთხრა, რომ ფეისბუქ-ლაივით გზის სარაბილიტაციო სამუშაოების ჩვენება უნდოდა და შესაბამისი ეფექტები შემთხვევით ჩაერთო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი