ხელისუფლების წევრებმა 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო]

1921 წლის 25 თებერვალს რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველების მხრიდან საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა. კოჯორ-ტაბახმელასთან სამშობლოს თავისულებისათვის ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი და იუნკერი დაიღუპა. იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის (სობორო) ეზოში დაკრძალეს (ახლანდელი პარლამენტის სასახლის შიდა ეზო). რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 94 წელი გავიდა.

ნოდარ ხადური და სოზარ სუბარი მივიდნენ პარლამენტში იუნკერთა ხსოვნის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, 23.02.15

საქართველოს მთავრობის წევრები იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობენ, 23.02.15

ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 23.02.15