გიუმრიში საქართველოს მოქალაქეს ქალის მოტაცების ბრალდებით გაასამართლებენ

პირველი სასამართლო სხდომა 24 თებერვალს დაინიშნა. 

 

გამოძიების ვერსიით, 24 წლის საქართველოს მოქალაქემ გიუმრში მცხოვრები ქალი ქალაქის მოედნიდან, მეგობრის, ასევე საქართველოს მოქალაქის დახმარებით მოიტაცა.

 

საქმე სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის ადამიანის გატაცების ბრალდების მუხლით მიმდინარეობს.


 
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.