იმერეთის გუბერნატორად ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი დაინიშნა

ჭიჭინაძე თბილისში ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობდა. ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობა 22 თებერვალს დატოვა. მისი განცხადებით, თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით პრემიერ–მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ მიმართა. 

 

გივი ჭიჭინაძე
გივი ჭიჭინაძე

დღევანდელ სხდომაზე  პრემიერმა მეფარიშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. ზაზა მეფარიშვილი იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას 2013 წლის დეკემბრიდან იკავებდა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.