ფოტოსესიაში სულ ოთხმა რეჟისორმა მიიღო მონაწილეობა – ზაზა ურუშაძემ, რომლის ფილმი “მანდარინები” ესტონეთის სახელითაა წარდგენილი ოსაკრზე, თუმცა ფილმი ესტონეთისა და საქართველოს კოპროდუქციაა. პაველ პავლიკოვსკი, ვისი ფილმიც “იდა” პოლონეთს წარმოადგენს, ასევე, რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი რუსეთიდან ფილმისთვის “ლევიათანი” და რეჟისორი დამიან ჟიფრონი, არგენტინის სახელით წარდგენილი ფილმით “ველური ისტორიები”. ფოტოსესიას ვერ დაესწრო რეჟისორი აბდერამან სისაკო, ვისი ფილმიც “ტიმბუქტუ” ოსკარზე მავრიტანიას წარმოადგენს, რადგან რეჟისორი “სეზარის” დაჯილდოვებას ესწრებოდა.
ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონია 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება. დაჯილდოვების ტრანსლირებას ტელეკომპანია “რუსთავი 2” უზრუნველყოფს.
