აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდა, გაიმართება მეორე ტური ამჟამინდელი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და ალხას კვიცინიას შორის. კანდიდატებმა პირველ ტურში თითქმის ერთნაირი შედეგები აჩვენეს – რაულ ხაჯიმბა 26,6% და ალხას კვიცინია – 24,6%.

დე ფაქტო არჩევნებში სულ ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა. პირველადი შედეგებით, მესამე ადგილზე ოლეგ არშბა, ყოფილი დე ფაქტო საგარეო მინისტრი გავიდა, რომელიც მეორე ტურს გამოეთიშება.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56% შეადგინა.

მეორე ტური ორი კვირის განმავლობაში უნდა დაინიშნოს.

საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე აქ [ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში] გამართულ არჩევნებს არ ცნობს.