ტელეკომპანია “რუსთავი 2” კურიერის გუნდის ძირითადმა ნაწილმა დატოვა. არხზე უკვე მეორე დღეა არ გადის საინფორმაციო გამოშვება კურიერი. ამ დროისათვის ჟურნალისტთა ნაწილმა საჯაროდ განაცხადა ტელეარხის დატოვების შესახებ და მათ შორის მხოლოდ კურიერის ჟურნალისტები არ არიან.
ესენი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ თანახმად, არიან:
სია არ არის სრული და ის პერიოდულად განახლდება.
“რუსთავი 2-ის” დირექტორი პაატა სალია სატელეფონო ზარებს ამ ეტაპზე არ პასუხობს.
რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა ტელეარხის დატოვებისას თქვა, რომ “კურიერის” გუნდის დიდმა ნაწილმა არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არ სურთ “ბიძინა ივანიშვილის ოკუპირებულ ტელეარხში მუშაობა”.
რუსთავი 2-ის დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს არხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია. წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, ასევე პაატა იაკობაშვილმა.
„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]