ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 22 აგვისტოსთვის 2.9354 ლარი იქნება, რაც წინა დღის კურსთან შედარებით 0.0079 ლარით მეტია.

0.0138 ლარით გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებითაც, რომლის ღირებულებამ 3.2583 ლარი შეადგინა.

ბანკთაშორის დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული ოფიციალური კურსი ხვალიდან შევა ძალაში.