მოსკოვმა და ცხინვალმა სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

დოკუმენტის მიზანი, ოფიციალური ცნობით, “სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საზღვრისთვის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის მინიჭება და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მეგობრული, კეთილმეზობლური  ურთიერთობების განმტკიცებაა”.

 

“შეთანხმებით განისაზღვრა სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის, რომელიც კავკასიის მთავარი ქედის მწვერვალებზე გადის. სახელმწიფო საზღვრის ხაზი გამოსახულია ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელიც შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს”, – აცხადებენ რუსეთში არსებულ სამხრეთ ოსეთის საელჩოში.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.