იურისტი თედ ჯონასი მთავარ პროკურორს ვასაძის სამართლებრივი დევნისკენ მოუწოდებს

საქართველოში მცხოვრები იურისტი თედ ჯონასი, რომელიც ცოტა ხნის წინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა, საქართველოს მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს მიმართავს, დაიწყოს ლევან ვასაძის სისხლის სამართის დევნა მის მიერ მიმდინარე წლის ივნისში ჩადენილი ქმედებების გამო.

“გამოვთქვამ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პროკურატურამ გაუმართლებლად ვერ ან არ შეძლო აღეძრა საქმე მოქალაქე ლევან ვასაძის მიერ ჩადენილი სერიოზული კრიმინალური აქტების საპასუხოდ. წინამდებარე წერილი გამოხატავს ჩემს მოქალაქეობრივ პროტესტს ბატონი ვასაძისა და მის მიერ საჯაროდ და ღიად ჩადენილი კრიმინალური აქტების წინააღმდეგ, რაც დასტურდება  მედიით გამოქვეყნებული მასალებით”, – ნათქვამია შალვა თადუმაძისთვის გაგზავნილ წერილში.

თედ ჯონასი დოკუმენტში დეტალურად მიმოიხილავს, მისი აზრით, რა სახის დანაშაულებები ჩაიდინა ლევან ვასაძემ.

როგორ ჯონასი აღნიშნავს, საქართველოს კონსტიტუციით აზრისა და მისი გამოხატვის უფლება დაცულია, ისევე როგორც წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

ჯონასის თქმით:

ამ უფლებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა, „თბილისი პრაიდის“ სახელწოდების ქვეშ, სცადა შეკრება და მარშის ჩატარება 16-22 ივნისის დღეებში, ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების აღიარებისა და დაცვის მხარდასაჭერად. ეს პერიოდი ემთხვევა ე.წ. „პრაიდის თვეს“, რომელიც აღინიშნება მთელს მსოფლიოში, როგორც ლგბტ თემის აღიარებისა და მხარდაჭერის კვირეული. 

დაწყებული, დაახლოებით, 2019 წლის 15 ივნისიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში, მოქალაქე ლევან ვასაძემ ჩაიდინა შემდეგი:

 ჯონასი წერილში დეტალურად მიმოიხილავს ვასაძის სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებს და აღნიშნავს, რომ “სიჩქარე, რომლითაც პროკურატურამ დააკავა დემონსტრანტები სავარაუდო დანაშაულისათვის, 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ცხადყოფს, რომ როდესაც არსებობს ნება, პროკურატურა მყისიერად აკავებს ადამიანებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. მაშინ, რატომ დასჭირდა პროკურატურას თითქმის 2 თვის ვადა იმისათვის, რომ გამოეძიებინა ვასაძის უკანონო (შეიარაღებული რაზმი) ფორმირების შესახებ ფაქტები და რა მიზეზით ვერ შეძლო პროკურატურამ დაეწყო გამოძიება იმ მრავალი დანაშაულის წინააღმდეგ, რომლებიც ვასაძემ ჩაიდინა იმავე პერიოდში და რომლებიც ღია, აშკარა და მტკიცებულებებით სრულად დადასტურებულია? “

შალვა თადუმაძის გარდა ჯონასმა წერილები გაუგზავნა შემდეგ პირებს:

თედ ჯონასის წერილი სრულად