მოშიმშილე პატიმრის სუიციდის მცდელობა მე-8 დაწესებულებაში

“მოშიმშილე ბ.ს.-მ დღეს თვითმკვლელობა სცადა – გასეირნების ოთახში თოკზე თავი ჩამოიკიდა, მაგრამ თოკი ჩამოწყდა. ხმაური გაიგონეს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და შეძლეს მისი  გადარჩემა, ამჟამად ბ.ს მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია”, – “ბათუმელებმა” ეს შეტყობინება მერვე დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის გიორგი გელაძის დისგან მიიღო.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება და სამინისტრო წერილობით განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებს.

ციხე
ციხე