ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ალასანია და “თავისუფალი დემოკრატები” ცდილობენ პოლიტიკური ზეგვალენა მოახდინონ გამოძიების პროცესზე ე.წ. კაბელების საქმეზე და მათ ამაში რესპუბლიკელებიც მხარს უჭერენ.
“იგივე რესპუბლიკელები, რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან. იმას კი არ ამბობენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარ პროკურორს დავიჭერთო, აცხადებენ, ამბობს ივანიშვილი.
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე პოლიტიკოსები უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ. ივანიშვლი ასევე შეეხო დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომ ვაზაგაშვილის გარდაცვალებაში პოლიციელის სავარაუდო ბრალეულობა ეროვნული სირცხვილია და განაცხდა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ‘სხვა აქცენტებს” აკეთებს.
“ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, ნაციონალური ტრაგედიაა, რომ პოლიციელი დააკავესო. ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც პოლიციელს მძიმე დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. თუმცა ზოგი პოლიტიკოსი სულ სხვა აქცენტებს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურის საქმიანობაში პოზიტივი დაინახოს”, – განახდა ბიძინა ივანიშვილმა.
