“მსგავსი წინადადება არასდროს ყოფილა და იმედია, არასდროს იქნება” , – განაცხადა ვასაძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში”.
“ვიქნები ძალიან ცრუ და ორპირი, თუ ამდენი წლის განმავლობაში ვიძახი, რომ არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა და სინამდვილეში მენდომება”, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.
რაც შეეხება მთავრობის კანცელარიაში მის მისვლას, ლევან ვასაძის განცხადებით, მას მუდმივად აქვს კონსულტაციები და მუშაობს საქართველოს მთავრობასთან დემოგრაფიულ საკითხებზე.