ლევან ვასაძე: ჟვანიას დაღუპვის ოფიციალური ვერსიის არ მჯერა

“ალბათ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ამ ვერსიის პედალირება ამდენი ხნის განმავლობაში აწყობდა იმ მხარეს, რომელმაც ის მოკლა. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის მთავრობამ თავიდან ბოლომდე, ბოდიში ჟარგონისთვის და “დაიხიეს ყველაფერი” და თქვეს, რომ ზურა არის უბედური შემთხვევით დაღუპული და თუკი დამტკიცდება, რომ ის მოკლულია, ავტომატურად ჩრდილი მიადგება იმ ხალხს, ვინც ამ ვერსიას იცავდა თავიდან ბოლომდე. იმედი მაქვს, საბოლოოდ დაესმება წერტილი ამ შავბნელით მოცულ საქმეს” – განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

“თავიდანვე ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდა ამ ამბის გარშემო, მე არ ვარ გამომძებელი და პროფესიონალი ამ სფეროში, თუმცა ძალიან კარგად მახსოვს ჟურნალისტური გამოძიება-ფილმი, რომელიც ჟურნალისტმა ვახო კომახიძემ მოამზადა, ძალიან დამაჯერებლად მომეჩვენა მე იმ ფილმის ძირითადი თეზისები. ძალიან საეჭვო იყო ჩემთვის დილის შვიდ საათზე შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის “გამოვარდნა” და თავდაჯერებით თქმა იმისა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. როცა ასეთ, რეგიონში, ასეთ ქვეყანაში პრემიერი იღუპება, მაშინ როცა ცხედარი გაციებული არ არის, რატომ უნდა გამოხვიდე და თქვა, რომ 100%-ით ვიცით, რომ უბედური შემთხვევაა და რატომ არ უნდა დაელოდო გამოძების შედეგებს?! რაც მთავარია, ჩემთვის უტყუარი არგუმენტი არის FBI-ის დასკვნა, რომელშიც შავით თეთრზე დაიწერა, რომ გარდაცვლილები ვერ მოიწამლებოდნენ გაზით, როგორც მახსოვს, მაშინ ეს დასკვნა პირიქით გადმოთქრგმნა ჩვენმა მხარემ, მაგრამ ვიცით, რომ ამერიკელების ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იმ ბინაში ეს ხალხი გაზის გაჟონვით ვერ დაიღუპებოდა-ამით ყველაფერი ნათქვმია“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. მისი და ქვე­მო ქარ­თლის რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლის, რა­ულ იუ­სუ­პო­ვის გვამები თბილისში, ერთ–ერთ კონსპირაციულ ბინაში იპოვეს. ოფიციალური ცნობით, ისინი გაზის გამათბობლიდან გამოჟონილი მხუთავი აირით დაიღუპნენ. ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია მისმა ოჯახმა თავიდანვე ეჭვქვეშ დააყენა.

 

2012 წლის ოქტომბერში მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო.