მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში

11:35 საათზე მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონში, საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგების სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 10 კმ. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზეც, მათ შორის, თბილისშიც.