NGO სექტორი: გვარამიას საქმე შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მოუწოდებენ, წარმოადგინოს კონკრეტული წონადი მტკიცებულებები “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით და იმოქმედოს კანონის და არა მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად.

არასამთავრობო სექტორის აზრით, ამ ეტაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქმის სრული შეფასების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ საგამოძიებო ორგანოები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ ხელისუფლების ოპონენტებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვთ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასთან.

“სამართალდამაცავების ქმედებები, როგორც წესი, ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას ემთხვევა. პროკურატურა დაჩქარებულად მოქმედებს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მას ბრალი წინა თვეში შეტანილი განცხადების საფუძველზე უკვე წარედგინა მაშინ, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ბევრი საქმე, რომელთა დაკავშირებითაც გამოძიების მსგავსი ოპერატიულობა არ შეიმჩნევა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ პროკურატურის გააქტიურება ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ემთხვევა. აღნიშნული გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ ეს საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას ისახავდეს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ამავე თემაზე:

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა