ალენ დელონი თბილისში დღეს ჩამოფრინდა

ალენ დელონი თბილისში სახელოვნებო ინდუსრია “არტ პალასის” მოწვევით ჩამოვიდა, რომელიც ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტის ორგანიზატორია.

ალენ დელონი დღეს, 13 საათზე “არტ პალასის” ოფისში პრესკონფერენციას გამართავს, პრესკონფერენციას კონცერტში მონაწილე სხვა საოპერო მომღერლები და დირიჟორები დაესწრებიან.

“არტ პალასის” ცნობით, გიორგი საკაძის მეორე შესახვევი, სადაც ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს, გადაიკეტება და ალენ დელონის დასახვედრად წითელ ხალიჩას დააგებენ.

“არტ პალასის” ცნობით, იმ ათას სტუდენტს, რომლებიც 13 საათზე ალენ დელონის დასახვედრად ორგანიზაციის შენობასთან შეიკრიბება, პაატა ბურჭულაძისადმი მიძღვნილ კონცერტზე დასასწრები ბილეთი უფასოდ გადაეცემა.

პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტი, ხვალ 12 თებერვალს სპორტის სასახლეში გაიმართება.

Post by არტპალასი/Art Palace.
 
ალენ დელონი თბილისშია. 11.02.2015/ ფოტო: არტ პალასი
ალენ დელონი თბილისშია. 11.02.2015/ ფოტო: არტ პალასი
ალენ დელონი თბილისშია. 11.02.2015/ ფოტო: არტ პალასი
ალენ დელონი თბილისშია. 11.02.2015/ ფოტო: არტ პალასი