შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული არასრულწოვანია და დაჭრილების პარალელური კლასელია.

 

გამოძიების ცნობით, მან ცივი იარაღით ორი მეათეკლასელი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდები სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, აცხადებს შსს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.

პოლიცია

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *