ოზურგეთში თოჯინების თეატრის ყოფილი მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს

ოზურგეთში ხანშიშესული კაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცის ცხედარი მის საკუთარ სახლში გუშინ იპოვეს.

გურია ნიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილი გია ფარსადანიშვილია, რომელიც ოზურგეთის თოჯინების თეატრის ყოფილი მსახიობი იყო.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.