პროდუქტები, რომლებზეც ფასები გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (15.0%), ბოსტნეული და ბაღჩეული (15.0%), პური და პურპროდუქტები (12.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.9%), რძე, ყველი და კვერცხი (6.5%), ასევე მინერალური და წყაროს წყალი (4.2%).

ფასები მხოლოდ ხილსა და ყურძენზე შემცირდა უმნიშვნელოდ (-0.9%).

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 3.9- პროცენტიანი ზრდა.

თამბაქოს გარეშე იმფლაცია

თამბაქოს გარეშე ინფლაცია იანგარიშება იმავე მეთოდოლოგიით, რაც გამოიყენება ინფლაციის ძირითადი მაჩვენებლის გაანგარიშებისას, იმ განსხვავებით, რომ მას საფუძვლად უდევს სამომხმარებლო კალათა თამბაქოს პროდუქციის გამორიცხვით

 

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, როგორც საქსტატიდან გვაცნობეს, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ივლისში გასული წლის ივლისთან შედარებით 3.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა.

საბაზო ინფლაცია

საბაზო ინფლაციის გაანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების გამორიცხვით: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ენერგომატარებლები; ადმინისტრირებადი ტარიფები; ტრანსპორტი (ცალკეული ტარიფები).

თამბაქოს გარეშე საბაზო ინფლაცია

თამბაქოს გარეშე საბაზო ინფლაციის გაანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების გამორიცხვით: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; თამბაქო; ენერგომატარებლები; ადმინისტრირებადი ტარიფები; ტრანსპორტი (ცალკეული ტარიფები).

 

საქსტატის ცნობით, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით:

საქსტატის განმარტებით, რიცხვების დამრგვალების გამო ცალკეული ჯგუფების ჯამი შესაძლოა არ უდრიდეს ინფლაციის მთლიან მაჩვენებელს

საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

საქსტატის ინფორმაციით, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2019 წლის ივლისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში:

საქსტატის განმარტებით, რიცხვების დამრგვალების გამო ცალკეული ჯგუფების ჯამი შესაძლოა არ უდრიდეს ინფლაციის მთლიან მაჩვენებელს

ყოველთვიური ინფლაცია

წლიური ინფლაციის დონე საქართველოში

(წინა წლის შესაბამის თვესთან, პროცენტული ცვლილება)

საშუალო ინფლაციის დონე საქართველოში

(12 თვის საშუალო წინა 12 თვის საშუალოსთან, პროცენტული ცვლილება)