ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: საქართველოში NATO-ს წვრთნები გახდება დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ფაქტორი

5 თებერვალი, 2015 • • 828
ცხინვალი: საქართველოში NATO-ს წვრთნები გახდება დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ფაქტორი

“ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნატო არ მიისწრაფვის მშვიდობის დამყარებისკენ კავკასიის რეგიონში. ნათელია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სწავლებები და საქართველოში ნატოს წვრთნები გახდება დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ფაქტორი, რამდენადაც ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები, აიძულებს, მიიღონ ადეკვატური ზომები საქართველოსა და მისი მოკავშირეების მხრიდან აგრესიის პირობებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

 

ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთის ქვეყნებს ამ დრომდე შესაბამისად არ შეუფასებიათ საქართველოს აგრესია სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და აგრძელებენ საქართველოს ხელისუფლების სწრაფვის წაქეზებას მილიტარიზაციისკენ”, – ნათქვაია უწყების განცხადებაში.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი