ახალი ამბები

Bloomberg-ზე დოლართან მიმართებით ლარი მყარდება

1 აგვისტო, 2019 • 813
Bloomberg-ზე დოლართან მიმართებით ლარი მყარდება

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი დოლართან მიმართებით მყარდება. ამ დროისთვის [12:00]  Bloomberg-ზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9481 ლარია.

რაც შეეხება პირველ აგვისტოს,  ოფიციალური გაცვლით კურსი დოლარისთვის 2.9718 ლარია. გუშინ, 31 ივლისს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ  40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის. სებ-ის თანახმად, ლარის მოქმედმა კურსმა ფასების სტაბილურობას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას. სწორედ ამიტომ, ცენტრალურმა ბანკმა ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო.

 

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ყიდვა “საქართველოს ბანკში” 3.01 ლარადაა შესაძლებელი, “თიბისი ბანკში” -2.9950 ლარად, ხოლო “პროკრედიტ ბანკში” – 3.0050 ლარად.

მასალების გადაბეჭდვის წესი