ახალი ამბები

სამინისტრო სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში არეულობას უარყოფს

5 თებერვალი, 2015 •
სამინისტრო სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში არეულობას უარყოფს

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშული, ამ დაწესებულებაში სამედიცინო ჩარევა დასჭირდა მხოლოდ ერთ-ერთ ქრონიკულ ავადმყოფ პატიმარს, რომელიც ასთმური შეტევით გადაყვანილ იქნა სამედიცინო კლინიკაში.

 

“ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სამოქალაქო სექტორის 50-ზე მეტ კლინიკასთან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენი სისტემის მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს. აღნიშნულ კლინიკებში საჭიროებისამებრ პერიოდულად გადაყავთ პატიმრები. გუშინ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში რამდენიმე მსჯავრდებული იქნა გაყვანილი გადაუდებელი წესით, რომელთაც ჰქონდათ სხვადასხვა სახის ჩივილები, მათ გაეწიათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება და უკვე დაუბრუნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.



მასალების გადაბეჭდვის წესი