ახალი ამბები

ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.9718 ლარი გახდა

31 ივლისი, 2019 • 1255
ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.9718 ლარი გახდა

ლარი დოლართან მიმართებით რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს. ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება პირველი აგვისტოსთვის 2.9718 ლარი იქნება. აღნიშნული მაჩვენებელი წინა დღის ოფიციალურ კურსზე 0.0211 ლარით მეტია.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც, კერძოდ ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა ევროსთან მიმართებით 3.3127 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის კურსზე 0.0238 ლარით მეტია.

ამასთან, კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის [17:00] “საქართველოს ბანკსა” და “თიბისი ბანკში”1 აშშ დოლარი 3.03 ლარი ღირს, “პროკრედიტ ბანკში კი 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.02 ლარადაა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი