საქართველოს პოპულარიზებისთვის დანიაში მცხოვრებმა ქართველებმა ვიდეორგოლი მოამზადეს

ქართული კულტურის პოპულარიზებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით დანიაში, ქ. კოპენჰაგენში მცხოვრებმა ქართველებმა ვიდეორგოლი მოამზადეს.

ვიდეოს ავტორებმა ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები ჩაწერეს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დანიიდან საქართველოს სტუმრობდნენ.

კლიპში დანიის, აშშ-ის, ბულგარეთის, ჩეხეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები საუბრობენ საქართველოში გატარებულ დღეებზე, ქვეყნის კულტურაზე, სამზარეულოსა და იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველოს მონახულებას სხვებსაც ურჩევდნენ.