ახალი ამბები

თურქმენეთში პრეზიდენტის გარდაცვალებაზე საუბრის გამო 3 პირი დააკავეს – მედია

30 ივლისი, 2019 • 1074
თურქმენეთში პრეზიდენტის გარდაცვალებაზე საუბრის გამო 3 პირი დააკავეს – მედია

თურქმენეთში, სულ მცირე, სამი მოქალაქე დააკავეს იმ ბრლადებით, რომ მათ “ჭორები გაავრცელეს“ ქვეყნის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სიკვდილის შესახებ. ამის თაობაზე რუსული Lenta.ru “თურქმენეთის ქრონიკაზე“ დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, თურქმენეთის რესპუბლიკის დედაქალაქ აშხაბადსა და რეგიონებში სამართალდამცველების მობილიზება გამოცხადდა, რათა ისინი “პრეზიდენტის გარდაცვალების ან მისი გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ებრძოლონ”.

მათივე თქმით, “ჭორების გავრცელების ბრალდებით, რომლებიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ხელს უწყობს“, უკვე დაკავებულია სამი ადამიანი.

პირველი ინფორმაცია  გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ 20 ივლისს გავრცელდა. პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ Telegram-ის ერთ-ერთმა არხმა, El-Murid-მა და YouTube-ის ოპოციზიურმა ანგარიშმა, «Свободный Туркменистан»-მა გაავრცელეს. გარდაცვალების მიზეზად კი ავადმყოფობა სახელდებოდა. მანამდე 15 დღის განმავლობაში, ბერდიმუჰამედოვი მედიასთან არ გამოჩენილა.

25 ივლისს კი ტელეკომპანია Altyn Asyr-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც თურქმენეთის პრეზიდენტი რესპუბლიკის დედაქალაქში დადგემილი მშენებლობების ესკიზებს ეცნობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი