ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ალი და ნინოს” მიხედვით, ბრიტანული კომპანია ფილმს ბაქოში იღებს

3 თებერვალი, 2015 •
“ალი და ნინოს” მიხედვით, ბრიტანული კომპანია ფილმს ბაქოში იღებს

ფილმზე სავტორო უფლებები ბრიტანულ კომპანია PeaPie Films– ს ეკუთვნის. სცენარი ფილმისთვის ბრიტანელმა მწერალმა, სცენარისტმა და კინორეჟისორმა, კრისტოფერ ჰემფთონმა დაწერა.

 

აზერბიჯანული გამოცემების ინფორმაციით, ამჟამად ბაქოში მთავარი როლის შემსრულებლები იმყოფებიან. ესპანელი მსახიობი და მთავარი როლის შემსრულებელი მარია ვალვერდე, news.az- ის ინფორმაციით, როლისთვის აზერბაიჯანულ ენას სწავლობს. ყურბან საიდის რომანში “ალი და ნინო” მოთხრობილია აზერბაიჯანელი ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის, ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის დროს ვითარდება.

 

მთავარი როლის შემსრულებლები ბაქოში
მთავარი როლის შემსრულებლები ბაქოში

მასალების გადაბეჭდვის წესი