ურეკთან მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდინილი მუშა რეანიმაციაში რჩება

ურეკთან, კაპროვანის დასახლებაში მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდნილი მუშა საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც ნეტგაზეთს საავადმყოფოს პრესსამსახურში უთხრეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაბა ურეკში, კაპროვანის დასახლებაში მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა, რომელთაგან ერთი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე შინაგან სამქეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.