საგარეო: სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ კი სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში, საერთაშორისო ფრენების განხორციელება ვერ მოხდება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. … Continue reading საგარეო: სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება