მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

20 ივნისის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მორის მაჩალიკაშვილი 20 ივნისის საქმეზე გუშინ, 26 ივლისს დააკავეს.

წინასასამართლო სხდომა 17 სექტემბერს ჩაინიშნა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებას პარლამენტის წინ გაშლილ კარავს უკავშირებს. ის ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს ერთგვარი შურისძიებაა.

მაჩალიკაშვილმა, მიუხედავად სამართალდამცველებლის წინააღმდეგობისა, პარლამენტის წინ კარავი 25 ივლისს გაშალა.რაც შეეხება მის ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილი 20 ივნისის საქმეზე 26 ივლისს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მონაწილეობას იღებდნენ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას