“არ მოხდება ისე, რომ ვინმემ ხალხს უკანონო ქმედებისკენ უბიძგოს და თვითონ დაუსჯელი დარჩეს. გამოვლინდებიან და დაისჯებიან ყველანი, ვინც ორგანიზება გაუწია ამ შეტაკებას, ვისაც პოლიციელებზე ქვებით თავდასხმის იდეა მოუვიდა”, – განაცხადა გასპარიანმა.
15 იანვარს გიუმრიში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები გიუმრიში დისლოცირებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცის, ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი პერმიაკოვის სომხეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემას მოითხოვდნენ. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 18 პოლიციელი და 10 სამოქალაქო პირი დაშავდა.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |