ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდება

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდება.

ჯონსონმა დღეს, 23 ივლისს, კონსერვატული პარტიის ლიდერობისთვის გამართული კენჭისყრა მოიგო. მისი ოპონენტი ჯერემი ჰანტი იყო.

ბორის ჯონსონი ამ პოზიციას ტერეზა მეის შემეგ დაიკავებს. მეიმ 25 მაისს  განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას მიმდინარე წლის 7 ივნისიდან დატოვებს. ის ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ ბრიტანელი კანონმდებლები პარტიის ახალ ლიდერს და ქვეყნის პრემიერს შეარჩევენ.

ტერეზა მეი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობას ტოვებს