რა კორუფციული რისკები გამოიკვეთა ჭიდაობის ფედერაციაში IDFI-ის კვლევით

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2015-2018 წლებში სახელმწიფო ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგები გახადა საჯარო.

IDFI-ის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმოებული ფინანსური დოკუმენტაციის შეუსაბამობა, ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვა და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ვალდებულებების უგულებელყოფა.

კვლევა გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის მხარდაჭერით მომზადდა.

IDFI-მ ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ კორუფციულ რისკებზე კვლევა 2019 წლის 23 ივლისს გაასაჯაროვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, IDFI-მ დაასკვნა, რომ:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებით, კვლევის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გაუმჭვირვალობა, რომელმაც ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. IDFI-ის შეფასებით, შესაბამისი რეგულაციების არარსებობა გარკვეულწილად ზრდის ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციისა და ფინანსების არამიზნობრივი განკარგვის რისკებს:

IDFI-ის კვლევის სრული დოკუმენტი: